გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თბილისში ახალი, 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება

24-06-2025

თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილმა კომისიამ 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის ტერიტორია შეარჩია - ახალი სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება.


მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეგაპროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. განკარგულებით სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებიც განისაზღვრა.


ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.


ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი შეიქმნება.


ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება.