ორშაბათი, ივლისი 14, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

TOP.GE
აშშ-ში, ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen 2025” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

25-06-2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ ასპენში ყოველწლიურ ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen 2025” გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 200-მდე ალკოჰოლური სასმელი.


რიგით 42-ე ფესტივალის ათასობით სტუმარს, სამი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა მიეცა 20 სახეობის ქართული ღვინო დაეგემოვნებინა.


ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პროფესიული სემინარი და დეგუსტაცია, რომელსაც კომერციული სექტორის წარმომადგენლები და მომხმარებლები ესწრებოდნენ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში მასზე მოთხოვნის ზრდისთვის.


აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.