გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თეა წულუკიანი: გვასანქცირებენ და გვსჯიან, რომ არ ვუღალატეთ ბიძინა ივანიშვილს! აგერ ვართ და დაგვასანქცირეთ, ვინც ვართ, არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით გვერდზე გადგომას, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, დღეს ჩვენ უკრაინაც კი არ ვიქნებოდით

26-06-2025

„ჩემზე სანქციას რა აზრი აქვს? პარიზი მაქვს სანახავი, ვაშინგტონი, თუ რა აზრი აქვს? სასაცილო ხდება, უკვე, ეს ყველაფერი. როდესაც შენ, ამ შემთხვევაში მე და ჩემს თანაგუნდელებს, გვასანქცირებენ იმიტომ, რომ ვართ ე.წ enablers, ამიტომ გვასანქცირებენ ანუ რატომ გვასანქცირებენ? - რომ ჩვენ არ ვღალატობთ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ გვასანქცირებენ, რომ დამხმარეები ვართ, მისი კურსის გატარებას ვეხმარებით“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ სტუმრობისას განაცხადა.


თეა წულუკიანი გამოხატავს ნებისმიერი სანქციისადმი მზაობას და აცხადებს, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი დღეს, საქართველო უკრაინაც კი არა, საერთოდ აღარ იქნებოდა.


„ჩვენ, ვინც დაგვასანქცირეს ამისთვის რომ გვეღალატა, გავმდგარიყავით, გვებრძოლა, როგორც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და არა მარტო მან, მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღმერთის რანგში აყვანილები, მაგრამ ჩვენ ასე ვერ ვიქცევით. მე მაგალითად მწამს, ასე რომ მოვიქცე მიწა არ მიმიღებს, ამის დღე დადგება, როცა დადგება, ეს დაუშვებელი რაღაცაა რასაც ითხოვენ. ითხოვენ რას? - შენ გასანქცირებენ და გსჯიან იმიტომ, რომ კიდევ არ უღალატე ბიძინა ივანიშვილს, მოდი დაგასანქცირო. აგერ ვართ და დაგვასანქცირეთ. ჩვენ ვინც ვართ, არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით გვერდზე გადგომას იმიტომ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, ოჯახს ხაზს ვუსვამ, ამდენი ხანია პოლიტიკაში ვართ და კიდევ ერთხელ, უფრო ღრმად დავრწმუნდი, გარშემოც ვუყურებ, ხომ ბევრნი ვართ ჩვენ არ ვართ ცოტა გუნდში, ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსისთვის, მით უმეტეს ის, ვინც საფრთხეების წინაშე დგას ოჯახი, ამიტომ მადლიერებით ყოველთვის ოჯახი უნდა აღინიშნოს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, დღეს ჩვენ უკრაინაც კი არ ვიქნებოდით.


ჩვენ დღეს შეიძლება საერთოდაც არ ვიქნებოდით, ან რაღაც ნარჩენები იქნებოდა ჩვენგან დარჩენილი. არავის არ ეწყინოს და ვერავინ „ქართული ოცნების“ გუნდში იმ ტვირთს ვერ აწევდა, რასაც ეწევა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ „enablers“. აღიარებით ჩვენებას გაძლევთ, „enabler“ ვარ მათ შორის მეც, ვაგრძელებთ მუშაობას, ვისთვის რომ, როცა დადგება დრო, თქვენ მიხვალთ საარჩევნო ურნასთან გადაირჩევთ „ქართულ ოცნებას“ და ხმას მისცემთ ისეთ ძალას, რომელიც იქნება ან უკეთესი ან ტოლფასი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.