შაბათი, ივნისი 21, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ბათუმში 12 უბანზე კომისიის 19-მა წევრმა საარჩევნო კომისიები დატოვა

20-11-2018

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" წევრის, მირდატ ქამადაძის განაცხადებით, ბათუმში 12 უბანზე კომისიის 19-მა წევრმა საარჩევნო კომისიები დატოვა. მისი განცხადებით, ყველა წევრი საოლქო კომისიის მიერ იყო არჩეული და ისინი პარტიული წევრები არ არიან.


მირდატ ქამადაძის განცხადებით, მომხდარი საეჭვო გარემოებაა. ის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს და რეაგირებას სთხოვს.


„თანამდებობები დატოვა ორმა თავმჯდომარემ, ოთხმა მოადგილემ და სამმა მდივანმა. ეჭვი არსებობს, რომ ზეწოლა განხორციელდა მათზე. ყველა უბანზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოიგო. ეს არის საფუძველიანი ეჭვი, რომ ამ ადამიანებზე ხორციელდება ზეწოლა. ამას სხვა ახსნა არ გააჩნია, რადგან ეს ყველაფერი მეორე ტურამდე ადრე ხდება. ხელისუფლება ამ ფორმით არჩევნების გაყალბებას ცდილობს. მოვითხოვთ, საოლქო საარჩევნო კომისიამ გააკეთოს განმარტება",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.


ipn.ge