გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დავით სონღულაშვილი სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ რძის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო

26-06-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში იმყოფებოდა, სადაც საწარმოში „თელეთის რძის პროდუქტები“ სამუშაო პროცესს გაეცნო.


კომპანია შპს „თელეთის რძის პროდუქტები“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. რძის გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით“ 350,000 ლარით არის დაფინანსებული. საწარმო, რომელიც დღიურად 5 ტონა რძეს გადაამუშავებს, სხვადასხვა სახეობის ყველს ამზადებს. პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ქსელურ რესტორნებში, სასტუმროებში და თბილისში მდებარე საწარმოს მაღაზიაში ხდება.


საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული.


დავით სონღულაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს და მეწარმეებსაც შეხვდა.


„ბოლო წლებში აგროწარმოების ზრდა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მიზნობრივი პროექტების შედეგია. ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისათვის უკვე ათეულ წელზე მეტია, ხელმისაწვდომია შეღავათიანი ფინანსური რესურსი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ტექნოლოგიები, საერთაშორისო ბაზრები. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება, რისთვისაც მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია წარმოებაში ჩართულ ადამიანებთან და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 130 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია 281 საწარმოს შექმნა, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონში 9,6 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 21 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმო.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი იმყოფებოდნენ.