გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქობულეთის სოფლებში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება

20-11-2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მიმართულებით გაზის მილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გაზიფიცირება დასრულდა სოფელ გვარასა და ქვედა კონდიდში.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის გამგებელთან მირიან ქათამაძესთან და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის "-ს გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბერიაშვილთან ერთად სოფელ გვარაში ერთ-ერთ ოჯახში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 

სოფელ გვარაში გაზიფიცირების დაქსელვის პროექტის სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. აიგო 23 კმ სიგრძის გაზსადენი. აღნიშნული პროექტისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მცხოვრებ 316 და სოფელ ქვედა კონდიდში 135 აბონენტს მიეცა ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

 

დღესვე, ზედა და ქვედა კვირიკეს ბუნებრივი აირის გაზიფიცირების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. ზედა და ქვედა კვირიკეში მცხოვრები 870 კომლის გაზიფიცირებისთვის 42 კმ გაზსადენის მილის გაყვანა მოხდება. სამუშაოები მომავალი წლის მარტის ბოლოსთვის დასრულდება.

 

ამ ეტაპზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მთლიანობაში 12 500 ათასამდე აბონენტია ჩართული.


pia.ge