გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

12-12-2017

კიევის სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - პროკურორებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობის შუამდგომლობა დააყენეს.

9 დეკემბერს მეორედ დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. დაკავებიდან მეორე დღეს, კიევში პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტისა და სააკაშვილის მხარდასაჭერი მარში გაიმართა.

პირველად სააკაშვილი 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ როდესაც გენერალური პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ყოფილი პრეზიდენტის ბინაში ჩხრეკისთვის შევიდნენ. ჩხრეკის გამო ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა.

სახურავზე ყოფნისას, სააკაშვილი უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ ქუჩაში გამოსულიყო და ამ უსამართლობას წინ აღდგომოდა. ამ მოწოდების შემდეგ, სააკაშვილის ბინასთან მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სპეცრაზმის ავტომობილიდან დაიხსნეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 5 დეკემბრის შემდეგ კიევის ცენტრში, კარვების ქალაქში იმყოფებოდა, მასზე კი ძებნა იყო გამოცხადებული.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა მის მიერ ორგანიზებული მიტინგების წინა ხელისუფების მიერ დაფინანსებას უკავშირდება. სააკაშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

წყარო: news.on.ge