გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: მადლობა დედა ეკლესიას, რომელიც წლებისა და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე

27-06-2025

მადლობა მინდა გადავუხადო დედა ეკლესიას, რომელიც წლებისა და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკლესიის თანადგომა ქვეყნისთვის რთულ მომენტებში ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა.


„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დედა ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, წლების და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ყოველ ჯერზე, მათ შორის რთულ მომენტებში ეს ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა. მადლობა ჩვენს დედა ეკლესიას და უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ამისათვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.