გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ვერავის მივცემთ საშუალებას, გარედან, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში, წაახალისონ მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკის მოხმარება

27-06-2025

ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერის თქმით ხელისუფლება ვერავის მისცემს საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ქვეყანაში.


„ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებლები. ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას, მათ შორის, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში. წაახალისონ მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების და სხვა მსგავსი საშუალებების მოხმარება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ გამჭვირვალობის შესახებ და გრანტების შესახებ კანონის მიღებისთვის. სწორედ ასეთი ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული ეს კანონმდებლობა. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით, საზოგადოებისგან მალულად ასეთი მანკიერება შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.