გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას

27-06-2025

არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება მკაცრად დაუპირისპირდება სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფის, სახელმწიფოს იდენტობის შერყევის და ყალბი ფასეულობების თავს მოხვევის ყველა მცდელობას, რაც ხდებოდა გარე, საზოგადოებისგან ფარული დაფინანსებით, წლების განმავლობაში.


„ამ ყველაფერს ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში და ესეც ხდებოდა გარე დაფინანსებით, საზოგადოებისგან ფარული დაფინანსებით, მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებდით და არც მომავალში დავუშვებთ. ჩვენ დავუპირისპირდებით ძალიან მკაცრად სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფის, სახელმწიფოს იდენტობის შერყევის და ყალბი ფასეულობების თავს მოხვევის აბსოლუტურად ყველა მცდელობას. ჩვენ გვაქვს საამაყო ქვეყანა და ძალიან ღირსეული სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა ითვლის 3 000 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ფარნავაზიდან მოყოლებული, ითვლის 23 საუკუნეს. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დღემდე მოიტანეს ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა წინაპრებმა, მათ შორის, 90-იანი წლების ომების გმირებმა, 2008-წლის ომის გმირებმა და ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე, ჩვენი წინაპრების წინაშე, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რომ მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ეროვნული ინტერესები. ამისკენ იქნება მთავრობის საქმიანობა მიმართული მომავალშიც,"- განაცხადა პრემიერმა.