გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამოქალაქო ორგანიზაცია ,,მე ვიცავ თავისუფლებას“ ხვალ გორში შეხვედრას გამართავს

20-11-2018

21 ნოემბერს გორში სამოქალაქო ორგანიზაცია ,,მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრას გამართავს.

შეხვედრას წარუძღვებიან დავით მაღრაძე, გოგა ხაინდრავა და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

სამოქალაქო ოქგანიზაცია ,,მე ვიცავ თავისუფლებას“ ნოემბრის დასაწყისში შეიქმნა.

ორგანიზაციის წევრის, ჯაბა ახოიშვილის თქმით შეხვედრის მიზანია მოქალაქეებს მოუწოდონ საბრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა.

,,ჩვენ უკვე გავმართეთ შეხვედრები თბილისში, თელავში და ბათუმში, ხვალ ვაპირებთ გორის მოსახლეობასაც შევხვდეთ. ჩვენი მიზანია მოვუწოდოთ მოსახლეობას მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და ყველამ ერთად უარი ვუთხრათ იმ რეჟიმის დაბრუნებას, რაც სააკაშვილის დროს იყო.“- განაცხადა შიდა ქართლი საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ჯაბა ახოიშვილმა.

შეხვედრა 14:30 სათზე გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.


qartli.ge