გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ალექსანდრე წულაძე მარჯანიშვილის თეატრში მოსწავლეების მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრო

27-06-2025

მარჯანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის ინტეგრირებული თეატრალური დასის სპექტაკლი „ემიგრანტი დედა“, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე დაესწრო.


სპექტაკლში განსაკუთრებული საჭიროებებისა და ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეები ინტეგრირებულად მონაწილეობდნენ.


,,ხელოვნებას საზღვრები მართლაც არ აქვს და დღევანდელი სპექტაკლი ამის კიდევ ერთი დასტურია. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იქმნებოდეს თანაბარი შესაძლებლობებით სავსე სივრცე ყველა მოზარდისთვის”, - აღნიშნა მინისტრმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ. ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეთა მშობლებს და ყველას, ვინც წარმოდგენის დადგმაში წვლილი შეიტანა.


სპექტაკლის „ემიგრანტი დედა“ სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ამავე სკოლის ენისა და მეტყველების სპეციალისტი შორენა ფილიაკოვაა.

სპექტაკლი წარმოადგენდა ერთგვარ არტ თერაპიას, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის ინტელექტუალური, სოციალური და კოგნიტური უნარების განვითარების ნოვატორულ მეთოდს წარმოადგენს. სპექტაკლს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები თამარ მახარაშვილი და ბაია კვიციანი.