გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პრესტიჟულ ამერიკულ ღონისძიებაზე „James Beard Foundation“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

28-06-2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში პრესტიჟულ ღონისძიებაზე „James Beard Foundation“ იყო წარმოდგენილი.


ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, კულინარიულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული   დაჯილდოების ცერემონია „James Beard Foundation“,  რომელიც წელს ჩიკაგოს ოპერაში გაიმართა, შეფ-მზარეულებისა და რესტორატორების გამორჩეულ მიღწევებს, ინოვაციებს, აგრეთვე კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებებს ეძღვნება.


რესტორნებისა და შეფ-მზარეულების ჯილდოები გადაეცემათ კულინარიულ ხელოვნებასა  და აგრეთვე კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებებისთვის. ყოველწლიური ღონისძიება 1986 წლიდან ტარდება და მისი მიზანია ამერიკის რესტორნების ინდუსტრიის სტანდარტების სრულყოფისა და განვითარების ხელშეწყობა.


2025 წლის „James Beard Foundation“-ის ცერემონიას 1500 სტუმარი, კვებისა და სასმელების ინდუსტრიისა და პრესტიჟული ამერიკული მედია ჰოლდინგების წარმომადგენელი დაესწრო.


მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში მასზე მოთხოვნის ზრდისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.


ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.