გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შანხაიში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

28-06-2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შანხაიში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსს „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) დაესწრო, რომლის ფარგლებში ხუთდღიანი კონკურსის ერთი საკონკურსო დღე მხოლოდ ქართულ ღვინოს დაეთმო.


რიგით მე-19 კონკურსი 2006 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ღვინის უმაღლესი ხარისხის წარმოჩენა და საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთის ბაზარზე. კონკურსზე წარდგენილი იყო 200 ქართული ღვინო.


„SIWC წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას ღვინის მწარმოებლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებს, მედიასა და მომხმარებლებს. გამარჯვებული ღვინოები აქტიურად შუქდება პრესაში და იღებს ფართო აღიარებას. გასულ წელს კონკურსში წარმოდგენილი იყო 500-ზე მეტი ღვინო მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, უნგრეთიდან და ავსტრალიიდან“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


კონკურსის ორგანიზატორია შანხაის ვაიგაოციაოს თავისუფალი სავაჭრო ზონა (Shanghai Waigaoqiao Free Trade Zone), მსაჯთა გუნდი შედგება 80-მდე ღვინის პროფესიონალისგან, ღვინო ფასდება ბრმა დეგუსტაციის პრინციპით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ ობიექტურობასა და გამჭვირვალობას. გამარჯვებული ღვინო ჯილდოვდება შემდეგ კატეგორიებში: პლატინა, ოქრო, ვერცხლი და ტროფი.


ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე უძღვებოდნენ. ქართული ღვინის წარდგენას ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, მედიის წარმომადგენლები და ღვინის მომხმარებლები დაესწრნენ.


აღსანიშნავიარომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარიასადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.


ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშიმიმდინარე წლის იანვარ-მაისის მონაცემებითსაქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.4 მლნ ლიტრი ქართული ღვინორაც 65%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: „1Fine Wine Hotel Exhibition“, „The China Food & Drinks Fair“, „RAW Wine Shanghai“ და „Interwine China 2025“.