გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბელგიაში ქართული ღვინის მორიგი წარდგენა გაიმართა

30-06-2025

ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში, ფესტივალი „ქართული ბუნებრივი ღვინის დღე“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.


ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 7 მწარმოებლის პროდუქცია და მას ღვინის პროფესიონალები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები დაესწრნენ, რაც ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე ცნობადობის ზრდის და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების დამატებით შესაძლებლობაა.


ივნისის თვეში ბელგიაში ეს ქართული ღვინის უკვე მესამე წარდგენა იყო: ქალაქ ბრიუსელში ბუნებრივი ღვინოების და ალკოჰოლიანი სასმელების მესამე გამოფენაზე „Atomic PIF“ და ქალაქ ანტვერპენში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „Naturale 2025“.


ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.