გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება

30-06-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში, ქალაქ რომში ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ასევე, დაგეგმილია დავით სონღულაშვილის შეხვედრა FAO-ს გენერალურ დირექტორთან კუ დონჟუსთან.


კონფერენცია არის პლატფორმა, სადაც FAO-ს წევრი ქვეყნების მინისტრებს და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს აქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები დარგში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილონ თანამშრომლობის გზები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში არსებული სირთულეების გადასალახად.


44-ე კონფერენციაზე, რომელსაც ფაოს წევრი ყველა ქვეყნის (194) წარმომადგენელი და 50-მდე მინისტრი დაესწრება, მთავარი თემა - აგროსასურსათო სისტემების არსებული მდგომარეობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა იქნება. ასევე, გაიმართება თემატური პანელები.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე გაემგზავრა.