გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს

30-06-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და ხე-ტყის უკანონო მოპოვება -ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულში, მოქალაქეს უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სახელმწიფო ტყეში ჰქონდა დამონტაჟებული. აღნიშნულ სახერხზე, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოპოვებული სამი ერთეული წაბლის სახეობის ხე-მცენარისგან  60 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) დაამზადა.


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდას მიმდებარედ, გამოვლენილია წიფლის სახეობის 12 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო მოპოვების ფაქტი.


ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტია გამოვლენილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენშიც, სადაც სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უმეთვალყურეოდ დასაწყობებული წაბლის სახეობის 25 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) აღმოაჩინეს.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბნის მიმდებარედ კი, მოქალაქე, უკანონოდ მოპოვებული ნაძვის სახეობის 11 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.


უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყე - ჯამში 48 ერთეული მორი, შემდგომი რეალიზების მიზნით, შესაბამის საქმიან ეზოებშია გადატანილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო  თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.