30-06-2025
აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა, გახარია, ზურაბიშვილი, ხაზარაძისა და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატრონები ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს, მათ გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში.
„ეს არის პატრონების დავალება, პატრონებმა გადაწყვიტეს, ეს ადამიანები არ შეეყვანათ პარლამენტში და შეეყვანათ ციხეში, ეს იყო თავიდან ბოლომდე მათი პატრონების გადაწყვეტილება, ისინი ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს, ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს საკუთარი აგენტები. სალომე ზურაბიშვილი გუშინ სრული კატასტროფა, გახარია გაქცეულია, სხვა აგენტები არიან საპატიმროში, ასე ექცევა „დიფ სთეითი" საკუთარ აგენტებს.
მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სამომავლოდ შეიძლება, ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის ამბიცია, ზოგადად აქტიურ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის ამბიცია, მე მინდა მათ ვთხოვო, რომ მაქსიმალური გულისყურით მოეკიდონ ამ საკითხს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე გახდეს უცხოური ძალის აგენტი, რადგან აგენტის ხვედრი არის უმძიმესი. თავიდან შეიძლება, ვიღაცისთვის იყოს რაღაცნაირად მიმზიდველი ეს საქმიანობა, თუმცა საბოლოო ჯამში, აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა, გახარია, ზურაბიშვილი, ხაზარაძის და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე, გვარამია და ა.შ. აღარ გავაგრძელებ ამ სიას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.