გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი გაკეთდება, რომ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა, ეს არის მთავარი, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა

30-06-2025

ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა, ეს არის მთავარი, რათა ჩვენ გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა და გავიმყაროთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი საერთაშორისო პოზიციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სავალუტო ფონდმაც წლიური პროგნოზი გაზარდა 7,2 პროცენტამდე და პირველი ხუთი თვის მაჩვენებელი არის ამაზე მაღალი.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ წელსაც შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და ხედავთ, რომ ზუსტად ასეთი მაჩვენებელი გვაქვს, სავალუტო ფონდმაც წლიური პროგნოზი გაზარდა 7,2 პროცენტამდე და აქამდე პირველი ხუთი თვის მაჩვენებელი არის ამაზე მაღალი. ჩვენი სურვილია, რომ ეს წელი დავხუროთ სავალუტო ფონდის პროგნოზზე მაღალი მაჩვენებლით და ყველაფერი აქეთკენ მიდის. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა, ეს არის მთავარი იმისათვის, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა და გავიმყაროთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი საერთაშორისო პოზიციები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.