გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რეზერვისტებმა საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ სამხედრო ფიცი დადეს

30-06-2025

საქართველოს ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“, თავდაცვის ბრიგადის მე-20 ტერიტორიული ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


სამინისტროს ცნობით, ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს ქვეყნის ასამდე მოქალაქე შეუერთდა, რომლებმაც სამხედრო ფიცის მიღებამდე მომზადების კურსი გაიარეს. საბრძოლო და საცეცხლე მომზადება საკვალიფიკაციო სროლებსა და ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას ითვალისწინებდა.


ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ვაშაყმაძემ რეზერვისტებს სიტყვით მიმართა, ფიცის მიღება მიულოცა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.


ღონისძიებაზე მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ.


ეროვნული გვარდიის სხვადასხვა ქვედანაყოფში რეზერვისტები ტერიტორიული პრინციპით, 4 წლის განმავლობაში იმსახურებენ. ისინი წლის განმავლობაში 45-დღიან საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმურ შეკრებებზე რეზერვისტები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და განავითარებენ კრიზისებზე რეაგირების უნარებს.