გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა

30-06-2025

პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შიდა დაპირისპირება, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და სხვა რადიკალურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, მოსალოდნელი იყო.


„ჩვენ თავიდანვე ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ეს პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა და ამასთან არის დაკავშირებული შიდა დაპირისპირება, რომელიც არის მასსა და სხვა რადიკალურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ეს მოსალოდნელი იყო. კიდევ უფრო გამწვავდება ეს დაპირისპირება. იყო გარკვეული პროექტი, რომელიც სრული ფიასკოსთვის იყო განწირული და რეალურად დასრულდა კიდეც ფიასკოთი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.