გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა

30-06-2025

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


ლაშა ხუციშვილმა მიხეილ მაღლაკელიძეს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, მან ხაზი გაუსვა იმ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას, რომელიც მას მიღებული აქვს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის პერიოდში.


ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით უწყება გააგრძელებს სახელმწიფოს მიერ დასახული ამოცანების შესრულებას. ლაშა ხუციშვილმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს ირაკლი ბერაიას უწყების ხელმძღვანელობისთვის და კიდევ ერთხელ წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ  გამოცხადებული მაღალი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყება კვლავ ეფექტიანად გააგრძელებს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ქვეყნის ეკონომიკური წისნვლის ხელშეწყობას.