გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიძინა ივანიშვილი: მთელი გუნდი იქნება ვალდებული, რომ ხალხის სამსახურში ჩადგეს

20-11-2018

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ერთ წელიწადში შეძლებს, რომ ხელისუფლება რეალურად ჩადგეს ხალხის სამსახურში და ხალხმა იგრძნოს, რომ ხელისუფლება მის მიერაა დაქირავებული.


ეს განცხადება ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.


"ჩვენ უნდა მივიღოთ კანონმორჩილი, ხალხისგან დაქირავებიული ბიუროკრატია, რომელიც პირველ რიგში თვითონ იცავს თამაშის წესებს და შემდეგ ითხოვს ამას სხვისგან. და, რაც მთავარია, ის ბზარი, რაც გაჩნდა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, უნდა გამთლიანდეს. ხალხმა უნდა დაინახოს რომ ის ქირაობს ხელისუფლებას და ხელისუფლება მასთან ანგარიშვალდებულია, ხოლო თუ არ შეუძლია საქმის გაკეთება, უთანაგრძნოს მაინც ხალხს.


არაერთხელ მითქვამს, რომ დემოკრატიული მეთოდებით მართვა რთულია, მაგრამ არავის უნდა გაუჩნდეს ცდუნება, რომ ეს მეთოდები შეცვალოს. სახელმწიფო სტრტუქტურებს ხალხი ს მაქსიმალური ნდობა და მხარდაჭერა უნდა გააჩნდეს. რაც უფრო დიდი იქნება ხელისუფლების მიმართ ნდობა, მით უფრო ძლიერი იქნება სახელმწიფო, რათა საბოლოოდ მივიდეთ იმ ოჯახში, რომელიც ჩვენთვის ისტორიულია და რომელსაც ევროპა ჰქვია.


ამისთვის აუცილებელია არა მარტო კადრები შეირჩეს სწორად, რასაც ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, არამედ სწორი მეთოდები უნდა დანერგოს შეფასების. გუნდურობა არ უნდა იყოს არასწორად გაგებული. გუნდში უნდა იყოს ის, ვინც საქმეს კარგად აკეთებს და კარგად ემსახურება გუნდის ინტერესებს, ანუ ხალხის სამსახურს. ამ მეთოდების დანერგვა მე კარგად ვიცი. გუნდში დაწინაურება მხოლოდ ერთგულებით ვეღარ მოხდება, დაწინაურება მოხდება მხოლოდ პროფესიონალიზმის და თავდადებული შრომის მიხედვით. სწორედ ამას დაეფუძნება კადრების ცვლა და მე ამ სისტემას შემოვიტან. მთელი გუნდი იქნება ვალდებული, რომ ჩადგეს ხალხის სამსახურში"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.