გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით სონღულაშვილი რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში FAO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

1-07-2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქალაქ რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს კუ დონჟუს შეხვდა.


დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე FAO-სთან თანამშრომლობა, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა, დადებითად შეაფასა.


„საქართველოსა და FAO-ს შორის პარტნიორობა სრულ თანხვედრაშია ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებთან სასურსათო სექტორის მოდერნიზაციის, სოფლის თემების მხარდაჭერისა და ინოვაციების პოპულარიზაციის მიმართულებით. FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა: სურსათის უვნებლობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, მდგრადი მიწათმოქმედების და სოფლის თემების გაძლიერება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აგრარული პოლიტიკა მიზნად ისახავს მაღალხარისხიანი წარმოების განვითარებას, რასაც მრავალფეროვანი ნიადაგურ-კლიმატური პირობები განსაზღვრავს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. მისივე თქმით, საქართველო გააფართოებს თანამშრომლობას ფაოსთან ისეთი ფუნქციონალური მიმართულებებით, როგორიცაა მეტყევეობა, აკვაკულტურა და სპეციალიზებული პროდუქტების წარმოება.


„საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, გააძლიეროს FAO-სთან თანამშრომლობა ინკლუზიური, მოქნილი და მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების ჩამოყალიბების მიზნით. მივესალმებით FAO-სა და საქართველოს შორის 2026–2030 წლების პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებას. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვის პროცესში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


ფაოს გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთან ნაყოფიერ თანამშრომლობას და გამოხატა მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში, აგრარულ სექტორში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, სურსათის უვნებლობასა და უსაფრთხოებას.


შეხვედრის დასასრულს, დავით სონღულაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი კუ დონჟუ საქართველოში მოიწვია.


შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდა.