გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და FAO-ს შორის პარტნიორობა წლებია წარმატებით მიმდინარეობს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს მოიცავს

1-07-2025

რომში გამართული გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციის ძირითადი თემა აგროსასურსათო სისტემების მიმდინარე მდგომარეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო.


კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა FAO-ს ყველა წევრი ქვეყნის, 194 სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის 50-მდე მინისტრი.


„მოხარული ვარ, რომ მივიღეთ მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან ფორუმში, სადაც აგროსასურსათო სისტემების განვითარების გლობალური ხედვები და სტრატეგიული მიმართულებები განვიხილეთ. საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, მზად არის გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და მის წევრ სახელმწიფოებთან“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და FAO-ს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას, რომლის ფარგლებში განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი. ერთობლივი ძალისხმევით უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: სურსათის უვნებლობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა.


„აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნის პროცესში ჩვენთვის პრიორიტეტულია ცოდნაზე დაფუძნებული განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა“, – განაცხადა მინისტრმა.