გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) ქართულმა ღვინოებმა 96 ჯილდო მოიპოვეს

1-07-2025

კონკურსი გასულ კვირას შანხაიში გაიმართა და მასზე  წარდგენილი იყო 200 ქართული ღვინო. ხუთდღიანი კონკურსის ერთი საკონკურსო დღე მხოლოდ ქართულ ღვინოს დაეთმო. გამარჯვებულმა ღვინოებმა შემდეგ კატეგორიებში მიიღეს ჯილდოები:

10 – „პლატინა:

44 – „ოქრო“

35 – „ვერცხლი“

2 – „საუკეთესო ტროფი“

5 – „პოპულარული“

დეტალები იხილეთ ლინკზე: http://en.siwc.sh.cn/winning.html

კონკურსს „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო.

რიგით მე-19 კონკურსი 2006 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ღვინის უმაღლესი ხარისხის წარმოჩენა და საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთის ბაზარზე.


SIWC წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას ღვინის მწარმოებლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებს, მედიასა და მომხმარებლებს. გამარჯვებული ღვინოები აქტიურად შუქდება პრესაში და იღებს ფართო აღიარებას. 


კონკურსის ორგანიზატორია შანხაის ვაიგაოციაოს თავისუფალი სავაჭრო ზონა (Shanghai Waigaoqiao Free Trade Zone), მსაჯთა გუნდი შედგება 80-მდე ღვინის პროფესიონალისგან, ღვინო ფასდება ბრმა დეგუსტაციის პრინციპით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ ობიექტურობასა და გამჭვირვალობას. გამარჯვებული ღვინო ჯილდოვდება შემდეგ კატეგორიებში: პლატინა, ოქრო, ვერცხლი, ტროფი და პოპულარული.