გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარიამ ქვრივიშვილი ჩინური კორპორაცია "ჰუავეის" დელეგაციას შეხვდა

1-07-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინური კორპორაცია „ჰუავეის" პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გან ძიანჰუას შეხვდა.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ ცინცაძე, აგრეთვე ჩინური კორპორაციის წარმომადგენლები.


საუბარი წარიმართა საქართველოში ICT მიმართულების განვითარებასა და ამ მხრივ, „ჰუავეის" ჩართულობაზე. აღინიშნა, რომ ჩინურ კორპორაციას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საქმიანობს და გლობალურ ICT სექტორთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, დიდი ინტერესი აქვს უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე. კორპორაციის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია, როგორ ხედავენ ისინი საქართველოში ბიზნესის გაფართოებას და თანამშრომლობას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში.


მარიამ ქვრივიშვილმა „ჰუავეის" წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის ხედვა ქუთაისში, ახალი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის შესახებ, რომელიც უნიკალური იქნება ფართო რეგიონში და სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. კერძოდ, ინტერაქციული - სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორები, საერთაშორისო IT სკოლა, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარების ლაბორატორია, მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები, საკონფერენციო და საერთო სამუშაო სივრცეები.


„ჰუავეის" წარმომადგენლები ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით დაინტერესდნენ.


შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში „ჰუავეის" ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობაზე.