20-11-2018
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ნაცმოძრაობა" დღესაც სიცრუით და ძალადობით მოქმედებს.
ეს განცხადება ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.
"ნაციონალური მოძრაობა" ზოგს ძლიერი ოპოზიცია რომ ჰგონია, სინამდვილეში ეს არ არის ოპონირება. ეს სხვა რამეა. ეს სხვა ძალაა. ეს დესტრუქციული ძალაა, რომელსაც კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა აღარ შეუძლია და ისევ სიტუაციის ატრიალებას ცდილობს.
დღეს ისინი ისევ სიცრუით, ისევ ძალადობით მოქმედებენ, სწორედ იმ მეთოდებით, რაც იცოდნენ. გახსოვთ, ისინი ქმნიდნენ ვირტუალურ სამყაროს, თვითონ კარგად იყვნენ, დანარჩენ საზოგადოებას კი არწმუნებდნენ, რომ ისინიც კარგად იყვნენ. გახსოვთ, რომ წითელ-ყვითელი ჩაფხუტებით დადგებოდნენ და ერთ შენობას სხვადასხვა მხრიდან ოთხი კვირის განმავლობაში უღებდნენ. დღეს კი ცდილობენ, რომ აპოკალიფსი დახატონ და ისედაც გაჭირვებულ საზოგადოებას შოკში აგდებენ.
ჩვენ შევძლებთ, რომ სიცრუის ტყვეობაში და შანტაჟში აღარ დავტოვოთ ჩვენი საზოგადოება.
თუმცა არავის გაუჩნდეს იმის ეჭვი, რომ ჩვენ მეთოდებს შევიცვლით"-განაცხადა ივანიშვილმა.