გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე რომში ვიზიტის ფარგლებში IFAD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

2-07-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და IFAD-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.


„საქართველოსთვის IFAD-ი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სოფლის განვითარების და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაში. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „მრავალფეროვანი და ინკლუზიური ბაზრის განვითარება სოფლის ტერიტორიებისთვის“ (DiMMA), რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მცირე ფერმერების მხარდაჭერაში, ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერებით და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვით“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.


საუბარი შეეხო ირიგაციის განვითარების ახალ პროექტს, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიული პრიორიტეტია, განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილების ფონზე. თანამედროვე, ეფექტიანი ირიგაციის სისტემების განვითარება მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის გაძლიერებისა და კლიმატისადმი მდგრადობის გაზრდისთვის.


„გვსურს, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD) ერთად გამოვავლინოთ და განვახორციელოთ ეფექტიანი, მოთხოვნაზე ორიენტირებული ინიციატივები, რომლებიც პასუხობს საქართველოს სოფლის მოსახლეობის მზარდ საჭიროებებს“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ შეხვედრის დასასრულს.


IFAD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯერარდინ მუკეშიმანამ დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ქართულ მხარესთან და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.