გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიძინა ივანიშვილი: უკეთესობისკენ წავალთ და ამ ტენდენციას ხალხი დაინახავს

21-11-2018

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მუშაობა დასრულებული არ არის და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.


ეს განცხადება ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.


"მანამ, სანამ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დააანონსებდა შავ სიასთან დაკავშირებულ სიახლეებს, ამის შესახებ მე განვაცხადე, როდესაც გიორგი კვირიკაშვილს მივეცი შენიშვნა, რომ ხალხის სიღარიბის დონე კიდევ უფრო დაბლა წავიდა და მათ ჭამის რაციონიც კი შეიცვალეს.


მაშინ მე ვთქვი, რომ ჩვენ შევძლებდით ეს პრობლემა წლის ბოლომდე გადაგვეწყვიტა.


ასე, რომ აქ წინასაარჩევნო პერიოდი არაფერ შუაში არაა, რადგანმ ამის შესახებ ჯერ კიდევ მაისში განვაცხადეთ. სხვათა შორის ესაა კარგი მაგალითი იმისა, რომ როდესაც მოინდომებ, ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია.


და მთავრობაც, რომელიც დღეს ახალი სახით წარმოსდგება, ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ეს ვერტიკალი რაც დავიწყეთ ზემოდან, ასევე იქნება მუნიციპალიტეტამდე დასული, რომ როგორ მთავრობა, ისევე ყველა მერი იქნება მოწოდებული, რომ ხალხს მდგომარეობა შეუმსუბუქოს.


ეს იქნება მუდმივი პროცესი. თუნდაც შავი სიის საკითხი... ის არ დასრულებულა, ეს პროცესი გაგრძელდება. ხელისუფალების მხრიდან მაქსიმალური მობილიზაცია უნდა იყოს და დაქირავებული ხელისუფლება მუდმივად ეცდება, რომ ხალხს მდგომარეობა შეუმსუბუქოს.


ამ ერთ წელიწადში მე ამაში საზოგადოებას დავარწმუნებ და ჩემთვის პირადად, სხვა დანიშნულება არცერთ პარტიას და მათ შორის არ "ქართულ ოცნებას" არ აქვს.


თუმცა, ნურც იმის იმედი გვექნება, რომ ერთი ხელის მოქნევით ჩვენ შვეიცარიის დონის ცხოვრება გვექნება, ამას დრო სჭირდება, თუმცა უკეთესობისკენ წავალთ და ამის ტენდენციას ხალხი ნახავს"-განაცხადა ივანიშვილმა.