გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიძინა ივანიშვილი: დღეს ჩვენ ამერიკიდანაც და ევროპიდანაც საოცარი მხარდაჭერა გვაქვს, რაც "ნაცმოძრაობის" დროსაც არ ყოფილა

21-11-2018

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, "ქართულ ოცნებას" წლები დასჭირდა, რათა დასავლეში მათი ხელწერა ეცნოთ.


ეს განცხადება ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.


"ხუთი წელი დასჭირდსა იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი ხელწერა ეცნო.


კარგად გაიგეს გარეთ, რომ მე არავის დაქირავებული არ ვარ გარდა საკუთარი ხალხისა და არავითარი სხვა სურვილები არ მაქვს. თქვენ ვერც წარმოიდგენთ რა დონეზე ქონდა ფესვები გადგმული "ნაციონალურ მოძრაობას" და რა დონეზე ყავდა მოტყუებული ევროპელები და ამერიკელები, რომ მათ საოცრად დემოკრატიული ხელისუფლება ჰქონდათ. მე ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან დაახლოებით ორი წელი დამჭირდა, ჩვენი პარტნიორები დამერწმუნებინა, მე რომ რაღაც არ ვარ.


დღეს ჩვენ ამერიკიდანაც და ევროპიდანაც საოცარი მხარდაჭერა გვაქვს, რაც "ნაცმოძრაობის" დროსაც არ ყოფილა.


დღეს არც ევროპაში და არც ამერიკაში არავის ეჭვი არ ეპარება, რომ "ქართული ოცნება" მთლიანად პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებითაა დაკომპლექტებული. არავის ეჭვი არ აქვს დღეს, რომ "ნაცმოძრაობა" პოლიტიკური დევნილი არ არის. ამის დასტურია ისიც, რომ არავის არავისთვის არ შეუთავაზებია პოლიტიკური თავშესააფარი.


ჩვენ საგარეო მხარდაჭერის მძლავრი რესურსი გვაქვს, რაც უმნიშვნელოვანესია და დარჩენილია შიგნით სიტუაცია. მე ვპირდები საზოგადოებას, რომ ჩამოყალიბდება ჭეშმარიტად ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება"-განაცხადა ივანიშვილმა.