3-07-2025
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 39-ე და 177-ე საჯარო სკოლებს ეწვია.
მინისტრმა საგამოცდო ცენტრები დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
გივი მიქანაძე: „ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით ჯამში 39 000 ახალგაზრდა დარეგისტრირდა. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი წარმატება ვუსურვო.
დღეს გავეცანით საგამოცდო სივრცეებს. აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მაღალ სტანდარტზე, ამაზე მიუთითებს ის მასშტაბური წინასწარი სამუშაოები, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, სხვადასხვა უწყებასთან აქტიური თანამშრომლობით, განახორციელა.
ეს დღე ჩვენი ქვეყნის უკეთესი, ძლიერი მომავლისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ახალგაზრდები ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადიან.
მჯერა, დღეს ისინი თავიანთ ცოდნასა და უნარებს მაქსიმალურად გამოავლენენ, რათა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელონ განათლების მიღება ქვეყნის საკეთილდღეოდ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.
სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, სრულად არის მობილიზებული, რომ გამოცდები ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარიმართოს და უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული გამოცდების ჩატარების უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის დამკვიდრებული“.
საგამოცდო ცენტრებში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსი ნინო წერეთელი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე.
საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროდან საგამოცდო ცენტრებამდე, რომელთა გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
2025 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის:
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 21-22 ივლისს ჩააბარებენ.