გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიძინა ივანიშვილი: ნურავის აქვს ილუზია, რომ ესენი მოვლენ და რამეს იზამენ

21-11-2018

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში "ნაცმოძრაობის" კანდიდატის გამარჯვება გამორიცხულია.


ეს განცხადება ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.


"დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ "ნაცმოძრაობის" კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვერ გახდება. ხოლო თუ წარმოვიდგენთ, რომ გაიმარჯვა, აქაც დრამატული არაფერი არ მოხდება, თუმცა ეს რა თქმა უნდა კარგი არ იქნება.


ჩვენი გამარჯვებით იმედია, ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია შეიქმნება და მგონი თავად "ნაცმოძრაობასაც" მეტი რესურსი აღარ დარჩა.


ზოგიერთი ამბობს, რომ ივანიშვილი სპეციალურად იყენებს წინ "ნაციონალურ მოძრაობას". ღმერთმა დამიფაროს... მე კიდევ ვიმეორებ, რომ არჩევანი უნდა იყოს კარგი და ძალიან კარგი. იმედი მაქვს, რომ ეს დესტრუქციული ძალა დღეს ბოლო ძალებს იკრებს, ხოლო თუ "ნაციონალური მოძრაობა" შეიცვლება და გარდაიქმნება, ღმერთმა მოახმაროთ. თუმცა ისინი რომ კონსტრუქციულები გახდებიან, მე ამის იმედი არ მაქვს.


მე ისიც ვთქვი, რომ მართალ სიტყვას მივიტანდით საზოგადოებამდე, რაც ზოგიერთმა ჟურნალისტმა მუქარად აღიქვა. ღმერთმა დამიფაროს, რაც უნდა ის ილაპარაკოს "რუსთავი 2"-მა, მაგრამ ჩვენ საზოგადოებამდე სიმართლეს მივიტანთ.


ჰიპოთეტურად თუ წარმოვიდგენთ, რომ ვაშაძე გაიმარჯვებს და თუ ესენი მოახერხებენ, რომ ხალხი გამოუშვან გარეთ, გვაქვს რესურსი, რომ ისინი კონსტიუტუციის ჩარჩოებიდან არ გავუშვათ და კანონის ფარგლებს არ გასცდნენ. გარწმუნებთ, ამის რესურსი გვაქვს, თუმცა ეს ძალიან მძიმე იქნება ეკონომიკისთვის რადგან სტაბილურობაზე კითხვები გაჩნდება და ეს ეკონომიკსა ზალიან დააზარალებს.


ზოგადად, ქვეყნის განვითარებაზე ეს უარყოფით გავლენას მოახდენს, მათ შორის დარტყმა მიადგება ჩვენს საერთაშორისო იმიჯს.


კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ნურავის აქვს ილუზია, რომ ესენი მოვლენ და რამეს იზამენ. ჯერ ერთი ვერ მოვლენ, და თუ ჰიპოთეტურად დავუშვებთ, ვერაფერსაც ვერ შეძლებენ"-განაცხადა ივანიშვილმა.