გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ სააკაშვილი: დღეს ზურაბიშვილი ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს; შარშან როცა იგივეს ვამბობდი, ქ-ნი სალომე აცხადებდა, რომ "ერთობა არის შემოგდებული თემა"...

3-07-2025

„მიხარია იმის მოსმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე.


როდესაც მე შარშან იგივეს ვამბობდი, ქ-ნი სალომე აცხადებდა "ერთობა არის შემოგდებული თემა", სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„საერთოდ, ამ რუსული რეჟიმის მიერ შემოგდებულმა და ბევრის მიერ ატაცებულმა თემამ - "მოვა მიშა და შეგვჭამს" ძალიან დახია უკან ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის.


მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის დემონტაჟამდე.


ჯერჯერობით ახალ-ახალი რეპრესიებით ეს პროვინციული ტირანია ამოწმებს წინააღმდეგობის მოძრაობის სიმტკიცეს, იმის მაგივრად ჩვენ ვამოწმებდეთ მათ სიმტკიცეს, რეჟიმში გაჩენილი ბზარების ფონზე“ - აცხადებს სააკაშვილი.