გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესი არის თავისუფალი, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე

6-07-2025

ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს პირველ რიგში არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე.


„ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს პირველ რიგში არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის სათანადო ეკონომიკური გარემო, საგადასახადო სისტემა, რაც არის მორგებული ეკონომიკური ზრდის ინტერესებზე. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და იქ, სადაც ბიზნესი თავისუფალია, რა თქმა უნდა, მეტია ზრდის შესაძლებლობა, ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე და ეს არის სწორი მენეჯმენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.