გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ექსკლუზივი- თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა - ვინ ემუქრებოდა რიჟვაძის ოჯახს, რომლისგან დაცვას ის ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს სთხოვს?

7-07-2025

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. “პრაიმ ტაიმმა” წერილის შინაარსი ექსკლუზიურად გაარკვია.


რიჟვაძე აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ მას კორუფციას და "ბარიგების" მფარველობას აბრალებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.


რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა "მისი დავალებით მოქმედებდა". მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლის იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა.    

  

ცნობისთვის, გვიან ღამით, თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით, კლინიკაში დაჭრილი გადაიყვანეს. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.


მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საგარეჯოში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას.


შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.