გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

7-07-2025

2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.


საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, ხოლო მაისში 245.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორდიელდა, ჯამურად 2025 წლის იანვარ-მაისში წმინდა შესყიდვებმა 613.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ივნისის სტატისტიკა კი 25 ივლისს გამოქვეყნდება.


2025 წლის ივნისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.1% (754.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 254.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.


საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 6 აგვისტოს გამოაქვეყნებს.