გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

8-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ნ.რ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, 1984 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.


მომხდარ დაპირისპირებას შეესწრო და ვითარების განმუხტვა სცადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელმა 1983 წელს დაბადებულმა ე.მ.-მ, რომელიც ბრალდებულმა, ასევე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.


პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 


უწყების ცნობით, ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.


დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.