გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს მთავრობამ მიწის ნაკვეთები გადასცა

21-11-2018

ქუთაისში, რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ასევე ამორტიზებული შენობები საუნივერსიტეტო კომპლექსს 49 წლით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა. უნივერსიტეტს სულ 83 ჰექტარი არასასოფლო მიწის ნაკვეთი გადაეცა. ინფორმაციას GBC ავრცელებს.


ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს ფონდი „ქართუ“ აშენებს. ფონდი ოქტომბერში აცხადებდა, რომ  სტუდენტების პირველ ნაკადს უნივერსიტეტი 2020 წლისთვის მიიღებს.


პირველი ეტაპისთვის აშენდება რამდენიმე სასწავლო კორპუსი, თავისი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. მთლიანად პროექტი კი 0.5 მლრდ დოლარის ღირებულებისაა. 


ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ნოემბერში დაიწყო. უნივერსიტეტი 140 ჰექტარზე აშენებული კომპლექსი იქნება.


imedinews.ge