გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

6 თვეში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

9-07-2025

საქართველოში, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა განსაკუთრებულად გაიზარდა. მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


ვიზიტორთა რაოდენობამ ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2025 წლის პირველ ორ კვარტალში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 201,986 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.2%-იანი ზრდაა.


საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი (+28.2%; +3,006 ვიზიტით მეტი), იტალია (+26.1%; +2,271 ვიზიტით მეტი), ესპანეთი (+25.9%; +1,638 ვიზიტით მეტი), გაერთიანებული სამეფო (+25.8%; +3,880 ვიზიტით მეტი), პოლონეთი (+21.9%; +6,043 ვიზიტით მეტი), გერმანია (+4.2%; +1,296 ვიზიტით მეტი) და სხვა.


ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს მართავს, მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში. ევროპის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების კიდევ უფრო გასაზრდელად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტივობებს წლის ბოლომდე აგრძელებს.