გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მაია ომიაძე: 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია

9-07-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2025 წლის იანვარი-ივნისის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით, 6 თვეში საქართველომ მოგზაურთა რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა.


„ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ძალიან წარმატებული სეზონი გვაქვს, რეკორდული მაჩვენებელია ტურისტულ ვიზიტებში. 6თვეშისაქართველოს  ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია: დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს, წელს მოცულობითი, დიდი მასშტაბის კამპანიები გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა და მოვუწოდოთ მოგზაურებს ეწვიონ საქართველოს“-განაცხადა მაია ომიაძემ.

 

საქართველოში 2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.


2025 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში,  3,153,741 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2024 წელთან შედარებით ზრდა +4.4%-ია. იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2,270,363 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +6.9%-ით მეტია.