ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა

21-11-2018

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსში ლიფტების დემონტაჟსა და მონტაჟზე 125 895 ლარზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ამიტომ მერიამ ტენდერი იგივე თანხაზე ხელახლა გამოაცხადა.

 

პირველად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 10 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა როგორც მერიაში გვითხრეს, იმის გამო რომ მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო, ჩაიშალა, ამიტომ მომსახურეობის შესყიდვაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს.

 

ქალაქ ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე N2–ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ლიფტების დემონტაჟის და მონტაჟის სამუშაოების უზრუნველყოფაზე ტენდერი ხელახლა 125 895 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 12 ნოემბერს დაიწყო.

 

თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რვასართულიანი სახლის მცხოვრებლები ლიფტების დამონტაჟებას ათეული წლებია ითხოვენ.


sknews.ge