გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პროკურატურამ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

9-07-2025

საქართველოს პროკურატურამ ყვარელში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.


პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, ყვარელში, წარსულში ნასამართლევმა ბრალდებულმა დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ერთ პირს, ხოლო შემდეგ, ასევე, დაზიანებები მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობდა.


„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.