21-11-2018
მარნეულის „ქართული ოცნების’’ მაჟორიტარი დეპუტატი, რუსლან გაჯიევი მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულის, კასუმლოს მოსახლეობას შეხვდა. რუსლან გაჯიევი მოსახლეობას მარნეულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ საკითხებზე ესაუბრა. კერძოდ, საუბარი გარე განათებების დამონტაჟებასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის საკითხებს შეეხო.
ადგილობრივებმა მაჟორიტარ დეპუტატს არსებული პრობლემები გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. რუსლან გაჯიევმა აგრეთვე, ადგილობრივებს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივა გააცნო, რომელიც მოვალეთა სიაში მყოფი ადამიანებისთვის ვალების განულებას ეხება.
რუსლან გაჯიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და მათ, არსებული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. კასუმლოს მოსახლეობასთან შეხვედრამ საქმიან და კეთილგანწობილ ვითარებაში ჩაიარა. ადგილობრივებმა სახელისუფლო გუნდს არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვეს.