გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული

10-07-2025

ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ამასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები, ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით, ჩვენთანაც მოქმედებს ანალოგიური წესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაკავებულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.


მისივე თქმით, აღნიშნულმა ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და, სწორედ, ამის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.


„ბუნებრივია, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება. ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,"- განაცხადა პრემიერმა.