გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ზუგდიდში გადარჩენილი დადიანის სასახლე, რომლის აღდგენა რესტავრაციისთვის „ქართუმ“ 2 მილიონი ლარი გადაიხადა" - ბლოგერი, თიკო თვალაძე „ქართუს“ მიერ გაკეთებულ საქმეებზე წერს

21-11-2018

ფეისბუქ-მომხმარებელი, თიკო თვალაძე ფონდ „ქართუს“ მიერ გაკეთებულ საქმეებზე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

 

“არის ასეთი - მეხსიერება და მადლიერება. როცა ადამიანებს ის უქვეითდებათ, ცოტა წაშველება უნდათ ზოგს გინდ წინ.... გადაუხადე ვალი და გინდ უკან.

 

არ შეიძლება ესე, უხერხულია ეიბოგუ. ცნობისთვის - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გადარჩენა „ქართუს“ 40 მილიონი ლარი დაუჯდა. 2016 წლის შემდეგ (რაც გაიხსნა) იმავე ქართუმ სახელმწიფოსთან ერთად არაერთი საოპერო თუ საბალეტო დადგმა დააფინანსა. თეატრებს რაც შეეხება კიდე, „ქართუმ“ 5 მილიონი ლარით დააფინანსა მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის რემონტი და რეაბილიტაცია, აი ახლა კი სახელმწიფოს დაფინანსებით იგივე თეატრი ახალ სტუდიას გახსნის წავკისში, ამ საქმისათვის დაფინასება 200 ათასზე მეტი ლარია. იგივე ქართუმ 2000-დან 2018 წლამდე 7 მილიონი ლარით დააფინანსა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები. ასევე, თბილისის სომხური თეატრის რეაბილიტაციისათვის 6 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს ქართუ (ახლაც სამუშაოები მიდის). დაიწყო (მიმდინარე წელს) მუსიკისა და დრამის თეატრის რეაბილიტაცია, 9 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება მარტო თეატრის ტექნიკური აღჭურვისათვის. მსახიობების დაფინანსება წლობით ცალკე თემაა რამდენი მილიონია გახარჯული - რუსთაველის თეატრი 8 მილიონზე მეტი ლარი, თუმანიშვილის თეატრი 3 მილიონამდე ლარი, გრიბოედოვის თეატრი 8 მილიონი ლარი, მოზარდმაყურებელთა თეატრი 6 მილიონი ლარი, მარიონეტების თეატრი 3 მილიონი ლარი და ა.შ...

 

თეატრალური უნივერსიტეტი რო ინგრეოდა და 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა შესანარჩუნებლად ეგეც იცოდეთ მაინც. სამხატვრო აკადემია გადარჩა და სრულფასოვნად რესტავრირდა. რეაბილიტაცია დაიწყო 2015 წლის ოქტომბერში და უკვე სრულად გარემონტდა ყიფშიძის 34 ნომერში მდებარე აკადემიის კორპუსი, სადაც სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

 

ასევე ფონდმა ქართუმ უდიდესი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასაც, სრულად შეაკეთა მესამე კორპუსი. 2017 წელს კი სახელმწიფოს დაფინასებით ეროვნულ ბიბლიოთეკას განახლებული, ულტრათანამედროვე კორპუსი აქვს, რომელიც ვახტანგ მეექვსის სახელს ატარებს. განახლებულ კორპუსში გაიხსნა ნოდარ დუმბაძისა და ბარბარე ჯორჯაძის დარბაზები. ძალიან მალე გაიხსნება ნიკოლოზ ბარათაშვილის სამკითხველო-საკონფერენციო დარბაზიც. კსტაწი ამავე ბიბლიოთეკას 2017 წელს მაშინდელი პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი ბიბლიოთეკა გადასცა. კოლექცია ასობით უნიკალურ გამოცემას, ძველნაბეჭდ წიგნებს, მათ შორის, ჟან შარდენის პირველ გამოცემას შეიცავს...

 

დანგრევას გადარჩენილი მუზეუმები, ყოფილი სასულიერო სემინარია და ა.შ... ივანიშვილის შეძენილი და საჩუქრად გადაცემული ფიროსმანის ტილო, მეფე თეიმურაზის უნიკალური პორტრეტი...

 

ზუგდიდში გადარჩენილი დადიანის სასახლე, რომლის აღდგენა რესტავრაციისთვის ქართუმ 2 მილიონი ლარი გადაიხადა. იქვე სრულდება ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია.

 

რაგბში თუ რამეს მივაღწიეთ ძალიან დიდი, აი უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართუს. ბოლო 10 წლის განმავლობაში 200 მილიონ ლარზე მეტია გახარჯული ამ მიმართულებით... წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა. (მათ შორის თბილისის ცნობილი სტადიონები: შევარდენი, ავჭალა, ლელო არენა, დიღმის ლოკომოტივი, ნუცუბიძის კომპლექსი) რაგბის ცენტრები დედაქალაქის გარდა გაჩნდა: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფსა და ასპინძაში.

 

ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმის რაც კეთდება ამ ფონდით და გაკეთებულა. რესტავრირებულ ისტორიულ ძეგლებზე, ვარძიაზე, გელათზე, მუცოზე და სხვა რაღაცეებზე მერე დავწერ კიდე.

 

ხოდა რას გეუბნებოდით, შუბლის ძარღვის ამბავია მხედველობაზე მეტად, დაინახავ ამ ყველაფერს თუ, ვერ, ან - არ,” - წერს თიკო თვალაძე.