გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გრიგოლ ვაშაძის  დაჰაჰავების კამპანია „ფეისბუქში“ - საფეხბურთო ნაკრებისთვის მილოცვის გამო, “ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს სოციალურ ქსელში დასცინიან

21-11-2018

ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის მილოცვის გამო სოციალურ ქსელში დასცინიან.

 

„ვულოცავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს გამარჯვებას და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას. ფეხბურთელების თავდადება სამაგალითოა. მადლობა ბიჭებს!“ - სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის ამ მილოცვას  ფეისბუქში დაჰაჰავების კამპანია მოყვა.

 

ფეისბუქმომხმარებელი გრიგოლ ვაშაძეს საკუთარ განცხადებსას ახსენებს, იმის თაობაზე, რომ ახლა ფეხბურთის დრო არ არის და ფიფას რეიტინგში 121-ე ადგილზე ყოფნა 265 მილიონი არ ღირს.

 

„265 მილიონს ვიხდიდეთ იმაში, რასაც ესენი ფეხბურთს ეძახიან? 121- ე ადგილზე ყოფნა ფიფას რეიტინგში, წინ რომ ზიმბაბვეა და უკან სან მარინო, ეს 265 მილიონი ღირს? ამას რათ უნდა 265 მილიონი, ამ აუდიტორიაში ვინც სხედან, დაგვნიშნონ ჩვენ მწვრთნელად და გავიყვანთ ბოლო ადგილზე გარანტირებულად, 100 ლარად თანახმა ვართ ვიმუშაოთ, ვითომ ფეხბურთის დრო გვაქვს?“ - განაცხადა რამდენიმე ხნის წინ ვაშაძემ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.