გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, მკვლელობის მცდელობაში გამართლებულ პირს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

11-07-2025

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე თელავის რაიონული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო.


ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 30 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.


დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარუდგინა. თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებული გამართლდა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.


უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.