გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახეთში კოღოს საწინაამდეგოდ 4 ათასი ჰექტარი ფართობი დამუშავდა

11-07-2025

საქართველოს მთავრობის განკარგულების (N1016) საფუძველზე, კახეთის რეგიონში ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან (კოღო) ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს.


სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ტერიტორიებს, სადაც უხვი ნალექის გამო კოღოს რაოდენობის მკვეთრი ზრდა აღინიშნება, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით და თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს.


ღონისძიებები გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, თელავის, ყვარლის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, 4 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია უკვე დამუშავებულია. შეწამვლის სამუშაოები დაგეგმილია 16 ათასამდე ჰექტარზე.