გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა

15-07-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა.

  

შეხვედრაზე მხარეებმა მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, აკადემიურ სივრცეში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი პროექტები  განიხილეს.

  

ყურადღება გამახვილდა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისებასა და ქართველი მეცნიერების საერთაშორისო მასშტაბით ცნობადობის ზრდის ხელშეწყობაზე.

  

აღინიშნა, რომ საჭიროა სამეცნიერო ექსპერტიზის ინტეგრირება საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში და სახელმწიფო სტრუქტურებსა და აკადემიურ-სამეცნიერო სექტორს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარება.

  

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი ინიციატივების შემუშავება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოში მეცნიერებისა და განათლების სისტემის სტრატეგიულ განვითარებას.

  

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან ქოქრაშვილი.